|
2025-07-07 19:37:05, 1811 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური AI სამიტი Change Inspire ჩატარდა
4 ივლისს, HT Solutions-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიურ კონფერენცია, Change Inspire-ს ჩატარდა. Change Inspire, უკვე მეექვსედ გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია კი სრულიად მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემატიკას და აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა. ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ქონდათ, 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლებს დასწრებოდნენ. კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ხაზს უსვამდა AI-ის რეალურ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. სპიკერებმა წარადგინეს რეალური ქეისები, სტრატეგიები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ბიზნესსა და ტექნოლოგიებს საფუძვლიანად ცვლიან. ღონისძიებაზე გამოცდილება გააზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera და სხვები. მათ იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში. საქართველოს ბანკი, როგორც ღონისძიების Game Change პარტნიორი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგა. მათ აუდიტორიას ინოვაციური ხედვები წარუდგინეს, ასევე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. კონფერენციის სამი ძირითადი სივრცე — Champions Stage, Tech Deep Dive და Workshop Stage — დამსწრეებს აძლევდა შესაძლებლობას, აერჩიათ როგორც მრავალფეროვანი გამოსვლები, ისე ტექნიკური სესიები. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკოსისტემების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქმნიან შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გარდატეხებს როგორც ბიზნესისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. Change Inspire-ზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი თემები ასახავდა იმ მრავალმხრივ პროცესს, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული - რომელსაც ჩვენი გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს და რომლის შედეგად ჩვენ ახლახან Global Finance-ის „AI in Finance” დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლესა და ინოვაციას შევთავაზებთ საზოგადოებას”, — ამბობენ საქართველოს ბანკში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)