21:05 - 18 Aug, 2026
|
2025-07-06 11:32:00, 1615 ნახვა
მსოფლიო
ერთი თვის გაუჩინარების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეი გამოჩნდა, იგი ბუნკერში იჯდა
ირანის უზენაესმა ლიდერმა გადაწყვიტა, თითქმის ერთი თვის შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩენით უარყო მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ჭორები. ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი რელიგიურ ცერემონიას დაესწრო. ეს სახელმწიფოს მეთაურის პირველი საჯარო გამოჩენაა ბოლო კვირების განმავლობაში - მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ხალხს მხოლოდ ორჯერ მიმართა ბუნკერიდან ვიდეოჩანაწერების საშუალებით, რამაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ჭორების ტალღა გამოიწვია. როდესაც ხამენეი ღონისძიებაზე გამოჩნდა, დარბაზში ხმამაღალი აპლოდისმენტები გაისმა. დასავლური მედიის ცნობით ერთი თვე ის ბუნკერში იჯდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)