12:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-05 11:56:22, 1310 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

 ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირში გასაწევრიანებლად, კანდიდატმა ქვეყანამ, ეს არჩევანი არ არის და არც განხილვის საკითხია, სრულიად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. ევროკავშირი კანონისმიერი ერთობაა რისი არსიც ის არის, რომ ჩვენ ყველას მსგავსი კანონმდებლობა გვაქვს. თუკი ევროკავშირის წევრი ხარ, ევროპული კანონმდებლობა შენი კანონმდებლობაა. როგორც კი ამას შეასრულებ, შეგიძლია გაწევრიანდე. თუკი ამას არ აკეთებ, ვერ გაწევრიანდები. საქართველო იღებს კანონებს, რომლებიც ევროპულს არ შეესაბამება.

[...] ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის არსებობა, რაც ევროკავშირს ნიშნავს და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუტები [ევროკავშირის კანონმდებლობის] უმნიშვნელოვანესი სფეროებია. საქართველო კი იღებს კანონებს, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამ საბაზისო ელემენტებს. ასეთ კანონმდებლობით თქვენ უბრალოდ ვერ გაწევრიანდებით. არავინ არის ვალდებული გაწევრიანდეს ევროკავშირში, ეს სრულად ნების საკითხია, მაგრამ ასეთი კანონმდებლობით საქართველო წევრი ვერ გახდება. - განაცხადა ფიშერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics