12:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 23:13:31, 1576 ნახვა

პოლიტიკა
არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს – სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია სტრატეგია აღმაშენებელი ეხმაურება ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით და წერს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალლი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა და არა "არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება". 

"როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს.

პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის.

სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება.

ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე!". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

ყაველაშვილმა დღეს, 4 ივლისს მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა, რომ მას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ივანიშვილის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ".

ყაველაშვილის განცხადებას ბრიფინგით უპასუხა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. კუპრაძის თქმით, " არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ ყაველაშვილს მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".

განცხადებას ასევე გამოეხმაურა "კოალიცია ცვლილებისთვის", რომელიც წერს, რომ არცერთ ეტაპზე არ აპირებენ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics