|
2025-07-04 21:19:52, 965 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე - სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ყაველაშვილის მხრიდან ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით
"ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, პოლიტიკოსების შეწყალების შესახებ უპასუხა, ერთიანი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ. კუპრაძის შეფასებით, სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ყაველაშვილის მხრიდან ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით.
ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს სთავაზობს, მას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ყაველაშვილი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ". ივანიშვილის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულის შეწყალებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)