13:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 00:08:20, 1525 ნახვა

პოლიტიკა
დანია ოცნების ე.წ ხელისუფლების მიმართ სანქციებს მხარს უჭერს

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ფორმულას“  განუცხადა, რომ უწყება მხარს უჭერს „ქართული ოცნების“  ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას

დანიამ არაერთხელ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მუდმივად გაუარესების გამო. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს, რომლებიც მიემართება პოლიციის მიერ ძალადობის დაუსჯელობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნას, რეპრესიული კანონებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებისა და სხვა ადამიანების დაპატიმრებას.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია 2024 წლის ივნისიდან. ბოლო პერიოდის რეპრესიული ზომები საქართველოს მხოლოდ უფრო აშორებს ევროპულ ნორმებს, ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ აიღო, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics