|
2025-07-03 22:08:03, 2838 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტს „ისკანდერით“ შეუტია. არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსმა სამხედროებმა ოდესის საზღვაო პორტზე „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ალექსეი კულებას თქმით, რაკეტა სან-ტომესა და პრინსიპის დროშის ქვეშ მცურავი უცხოური გემიდან ლითონის გადმოტვირთვის დროს ერთ-ერთ ნავმისადგომს მოხვდა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა: დოკერის ოპერატორი და სატვირთო მანქანის მძღოლი. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის პორტის თანამშრომლები და ეკიპაჟის ორი წევრი, ორივე სირიის მოქალაქე. დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები, როგორიცაა ამწეები, აღჭურვილობა და საწყობები. „ეს დაბომბვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი განზრახ ცდილობს ჩვენი სატრანსპორტო კვანძების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის განადგურებას“, - განაცხადა კულებამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)