|
2025-07-03 12:09:35, 1663 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ
სარაგბო ზაფხული იწყება! ეს შეხვედრა ისტორიული იმ თვალსაზრისითაცაა, რომ საშინაო კედლებში „სამყურებს“ პირველად ვმასპინძლობთ - რაგბის მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსან, უძლიერეს გუნდს. ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, ქართველებს არასდროს დაუმარცხებიათ მრისხანე მეტოქე და ახლა, ნამდვილად იდეალური შანსი და შესაძლებლობაა, როგორც მინიმუმ, სტატისტიკა გავიუმჯობესოთ. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ირლანდიელებს მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები არ ეყოლებათ, რადგან ისინი ავსტრალიური ტურნესთვის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში არიან გამოძახებულნი. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, უკვე სამი კვირაა შევარდენის ბაზაზე ემზადება. რიჩარდ ქოქრილმა ზაფხულის ტესტებისთვის სულ 37 მორაგბე გამოიძახა. მიუხედავად ტრავმირებულთა არც თუ მცირე რაოდენობისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამ ზაფხულს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 5 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის შანსი კვლავ გაქვთ ბმულზე - https://tkt.ge/event/481468/ragbi-saqartvelo-irlandia. აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ დაიბრუნოთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე. ასევე, აუცილებლად ეწვიეთ ფან-ზონას, სადაც თიბისი თავისი სივრცით იქნება წარმოდგენილი და მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ნამდვილ სარაგბო განწყობას შეგიქმნით. #ერთადგავიმარჯვებთ
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)