|
2025-07-01 14:45:30, 989 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ
ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა. მისი თქმით, „ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ“. „ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მიიღო ასევე ის, რომ იგივე პარტიები, რომლებიც იქამდეც ვიცოდით, რომ რადიკალურები და ექსტრემისტულები იყვნენ, არ აღიარებენ დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს. ასევე, ამბობენ რომ არანაირ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. არანაირი ცვლილება არ მომხდარა - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია და „ლელო“ ისევ აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“, - განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და მასთან ერთად გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. მანამდე კი, რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)