|
2025-07-01 11:27:01, 629 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - სანქციებიც ხომ დაძველდა?! ვერავის აშინებენ ამ სანქციებით
ჩვენ არავის ვერჩით - როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკას?! უბრალოდ გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება ამ საგიჟეთში, რაც ხდება მსოფლიოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება „თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან და ევროკავშირისგან“. „ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ებრძოდეს ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ხომ ნონსენსია, წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან, თუნდაც ევროკავშირისგან. პასუხი მაქვს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ბრიტანეთს დღემდე არ წარმოუდგენია, ვის და რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში. გამოაქვეყნონ. შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, რა პრობლემაა, რომ წარადგინო ეს ყველაფერი, გაასაჯაროო და აჩვენო ყველას, ვის აფინანსებდი. მაგრამ პრობლემა იცით რა არის?! ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა - რევოლუციის მოწყობის მცდელობები, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან. ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი. უნდათ, რომ დაემხოთ, ჩამოეგდოთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, მაგრამ არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აფასებს,“ - განაცხადა კალაძემ. კითხვაზე, ელის თუ არა სანქციებს, კალაძემ უპასუხა, რომ სანქციებით ვერავის აშინებენ. „სანქციებიც ხომ დაძველდა?! ვერავის აშინებენ ამ სანქციებით,“ - განაცხადა კალაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)