01:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 14:28:40, 908 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

დაჯილდოება  წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება  და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი  რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების განრიგი:
I ნაწილი
18:00 -  ღონისძიების გახსნა
18:30 -  ბიზნესი საზღვრებს გარეთ
ნიკა ქურდიანი - TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი

18:50 - ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე
გაგა მარგველაშვილი - “თბილღვინოს” დამფუძნებელი


19:00 - პანელური დისკუსია: რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე

19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: სპორტი, როგორც ბიზნესი
 
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, ტატო ბაციკაძე, ბაჩა მალაზონია

II ნაწილი
21:00 - 
ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები -  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics