|
2025-06-30 12:30:04, 858 ნახვა
სამართალი
სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. სასამართლო პროცესს ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვისა და რევაზ კიკნაძის გარდა ყველა ესწრება. სასამართლო პროცესის დაწყებისას, დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესის ვიდეო/ფოტო და აუდიოს ჩაწერა იზღუდება. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, გადაღების მოთხოვნით როგორც სასამართლოს, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებებით მიმართეს, თუმცა მათი გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, რის გამოც მოსამართლეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კომუნიკაციის დამყარებისკენ მოუწოდეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატებს განუცხადა, რომ თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, ის მათთვის ცნობილი იქნებოდა. მისი თქმითვე, საბჭოდან მას არანაირი გადაწყვეტილება სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით არ მიუღია. ამასთან, დაცვის მხარის შეფასებით, კანონში შესული ცვლილებები მიზანია, სასამართლო პროცესები არ გაშუქდეს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)