|
2025-06-29 13:47:23, 849 ნახვა
მსოფლიო
დმიტრი პესკოვი - რუსეთის მოლაპარაკებებისკენ წაყვანა ზეწოლითა და სანქციებით შეუძლებელია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ რუსეთის წაყვანა ახალი სანქციებით შეუძლებელია — რაც უფრო სერიოზული იქნება შემდეგი შეზღუდვები, მით უფრო სერიოზული იქნება რუსეთის პასუხიც. „რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა მხოლოდ ლოგიკითა და არგუმენტებით არის შესაძლებელი. შეუძლებელია რუსეთის იძულება ზეწოლით ან ძალის გამოყენებით“, — განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც რუსულ ტელეპროგრამაში მოსკოვი. კრემლი.პუტინი გავიდა რუსეთის პირველ არხზე. ინტერვიუ ზარუბინმა მოგვიანებით საკუთარ ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა. ახალ ანტირუსულ სანქციებზე საუბრისას, მათ შორის — რუსეთის ნავთობზე დაწესებულ შეზღუდვებზე, პესკოვმა თქვა: „რაც უფრო სერიოზულია სანქციების პაკეტი, რომელსაც, გავიმეორებ, არალეგალურად მივიჩნევთ, მით უფრო ძლიერი იქნება „ხიშტის უკუცემა მხარში“. ეს ორპირი იარაღია, ბოლოს და ბოლოს.“ პესკოვის განცხადებით, მას არ ეპარება ეჭვი, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს სანქციების ახალ პაკეტს, რაც, მისივე თქმით, ბრიუსელში ანტირუსული განწყობების დასტურია. „ცხადია, რომ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე შევძელით გარკვეული გამძლეობის განვითარება და ვისწავლეთ, როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ეს ყველაფერი დამატებით სამუშაოს მოითხოვს. საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების ირგვლივ არ ბრუნავს“, — აღნიშნა მან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)