|
2025-06-29 10:28:05, 1968 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია - არიან დაშავებულები
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რამაც, ქვეყნის ბევრ ოლქში აფეთქებები გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში თავდაპირველად რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, შემდეგ კი მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე გავრცელდა და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთმა მასიური თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით, „კალიბრებით“, „კინჯალებით“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით. დამკვირვებლების ცნობით, გაშვებული იქნა 450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში, ზაპოროჟიეს, ჩერკასის, მიკოლაივის ოლქშებში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი 16 წლის მოზარდია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)