|
2025-06-28 16:52:05, 748 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - საქართველო არის წარმატებული, უსწრებს ბევრ წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას
ყველა ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული, უსწრებს ბევრ წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას ევროკავშირისა და მსოფლიოში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, პროგრესის არდანახვა შეუძლებელია. „პროგრესი არის აშკარა, რომლის არდანახვა შეუძლებელია, თუკი მოვლენების ობიექტური აღქმა აქვს. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, საქართველოს აქვს კარდინალური ცვლილებები 2012 წელთან მიმართებით. ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის და დროა, გაიგონ საქართველოში მოქმედმა რადიკალებმა, მათმა მხარდამჭერებმა და პატრონებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა. „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)