|
2025-06-27 21:10:52, 758 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ს მომხსენებლები - საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები საქართველოს საკითხებში, ედიტე ესტრელა (პორტუგალია) და საბინე ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ავრცელებენ. „ვუერთდებით ასამბლეაში გუშინდელ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად ეს დევნა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. ისინი არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას“, - განაცხადეს მომხსენებლებმა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში „ფაქტების დამდგენელი ვიზიტის“ განხორციელებას გეგმავენ, რაც მათი ძალისხმევის ნაწილი იქნება „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად“ და „ქვეყანაში ყველა აქტორთან ღია დიალოგში ჩასართავად“, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებების სრული პატივისცემა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)