|
2025-06-27 13:32:09, 883 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელისგულზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების კრიტიკოსებს სურთ „მათთვის საინტერესო“ ინფორმაციას მიაკვლიონ, თუმცა მთავრობა გამჭვირვალედ და პრინციპების დაცვით მუშაობს. „საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენი კრიტიკის მოსურნეები დღემდე ეძიებიან მათ და მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპებს შესაბამისად.“- განაცხადა მან. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები და მასზე წვდომა მეორე დღესვე აღდგა. „ასევე ჟურნალისტებმა მკითხეს, რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, დავინტერესდი და მეორე დღესვე გაიხსნა ყველა დეკლარაცია. აქაც ეძებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა დღემდე წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი“,- განაცხადა კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)