|
2025-06-27 12:11:16, 897 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება იყო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების უპორობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო - დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს ამაში ხედავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატები მორიგი დასტურია, რომ „რუსული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაში რჩება“. „დებატი საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის მორიგი დასტური იმის, რომ „რუსული ოცნება“ რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის, მათ შორის, ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი და რაც მთავარია, ქართველი ხალხის პროტესტის შედეგი. დღეს მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში , რადგან სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები 26 ივნისს გაიმართა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)