|
2025-06-27 10:08:29, 1030 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება. „ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობას ან ნაწილებს ამარაგებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე ონლაინრეჟიმში მიმართა. მისი თქმით, „იმისათვის, რომ ომში რუსეთის მადა შემცირდეს, მისი ნავთობის შემოსავლები უნდა შემცირდეს“. „ამიტომ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემცირების შემდგომ ნაბიჯებს. რეალური, მდგრადი მშვიდობისთვის - და ეს გუშინ გავუზიარეთ ყველა პარტნიორს, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან - აუცილებელია ბარელზე 30 დოლარის დადგენა, რათა დაიბლოკოს რუსეთის შესაძლებლობა, საკუთარი აგრესია დააფინანსოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)