|
2025-06-26 15:13:32, 731 ნახვა
პოლიტიკა
საბა ბუაძე „ქართული ოცნების“ კანონპროექტებზე - ამ ქვეყანაში აზროვნება და ამ აზროვნების შედეგის გაჟღერება ვერ აიკრძალება
ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი სისუსტის დემონსტრირების გარდა, ეს კანონპროექტები ვერანაირ მიზანს ვერ აღწევს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა. როგორც ბუაძემ აღნიშნა, ამ ქვეყანაში აზროვნება და ამ აზროვნების შედეგის გაჟღერება ვერ აიკრძალება. „ყველა მათი [„ქართული ოცნების“] განცხადება და მოქმედება არის იმის დასტური, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოების მხარდაჭერა, ყველანაირად ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და ზუსტად ამის ნაწილია თავისუფალი აზრის და სიტყვის წინააღმდეგ მიღებული კანონპროექტები. ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი სისუსტის დემონსტრირების გარდა, ეს კანონპროექტები ვერანაირ მიზანს ვერ აღწევს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში აზროვნება და ამ აზროვნების შედეგის გაჟღერება ვერ აიკრძალება, რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით, როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობდეს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამის გაკეთებას“,- განაცხადა საბა ბუაძემ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონშიც. კანონპროექტის მიხედვით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა გასული არ არის.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)