|
2025-06-26 13:56:05, 792 ნახვა
პოლიტიკა
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება. საუბარია კანონის მეოთხე მუხლზე, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე მუხლის მიხედვით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, ხოლო მოწოდება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღნიშნულ მუხლზე ყურადღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გაამახვილა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, „ამ მუხლს აუცილებლად გამოიყენებენ“. „ეს რანაირად გამოვა?“ - იკითხა ვიქტორ ჯაფარიძემ. მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა ჯაფარიძეს უპასუხა, რომ აღნიშნული მუხლი კანონპროექტიდან ამოღებულია. „ინიციატორმა აღნიშნული მუხლის ამოღება გაითვალისწინა. ახლა გავითვალისწინებთ, რომ ასეთი დათქმა აღარ არსებობდეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძის პასუხად. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)