00:00 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 12:05:51, 1049 ნახვა

მსოფლიო
სტივ უიტკოფი - ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს

ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზია. ეს ყოველთვის წითელი ხაზი იყო. ურანის გამდიდრება წითელი ხაზია და ასევე, წითელ ხაზს იარაღის შექმნა წარმოადგენს. იარაღის შექმნას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისი თქმით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„მაშინ ბომბის შექმნას ყველა მოისურვებს და ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics