|
2025-06-24 19:42:19, 788 ნახვა
პოლიტიკა
სტივენ დოუთი - ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც
ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ განაცხადა. ბრიტანელი მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” წუხილები გადასცა და ამას კვლავ გააკეთებს. “ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა თავიანთი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენ სრულიად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ჩემი წუხილები პირდაპირ გადავეცი და კვლავ გავაკეთებთ ამას”, - განაცხადა დოუთიმ. ბრიტანელის მინისტრის დოუთის პასუხი მოჰყვა პარლამენტარ მარკ პრიტჩარდის (კონსერვატიული პარტია) კითხვას: “გვარამია, ჯაფარიძე, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე - საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს. რის გაკეთებას აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით? და რა არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მესიჯი ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ამ უზარმაზარ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან?” .
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)