|
2025-06-24 11:50:54, 678 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როცა ყველა პარტიის ლიდერი ციხეში ჰყავთ
როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როცა ყველა პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე ციხეში ჰყავთ, როგორ წარმოგიდგენიათ? დარჩა რომელიმე პარტია? გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ, ფიქრობენ, რომ მას მიაღებინებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ უნდა მიეცეს, თქვან, რომ არჩევნებს ვატარებთო“. „ბუნებრივი „დედლაინი“ გვაქვს 4 ოქტომბერს. საშუალება არ უნდა მივცეთ, თქვან, რომ არჩევნებს ვატარებთო. როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როცა ყველა პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე ციხეში ჰყავთ, როგორ წარმოგიდგენიათ? „ახალის“ პარტიის თავმჯდომარეები, ერთი, მეორე ციხეში, „გირჩის“ თავმჯდომარე ციხეში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს ციხეში უშვებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში, „ლელოს“ ხელმძღვანელები და თავმჯდომარეები ციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში. დარჩა რომელიმე პარტია? გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ, ფიქრობენ, რომ მას მიაღებინებენ მონაწილეობას. უნდა გვესმოდეს, რომ წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დღეში არ გვამყოფებდეს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილი იჭერს ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს“. „ივანიშვილს ასე წარმოუდგენია - თუ არ ვსაუბრობთ პეპლებზე, პინგვინებზე.. თუ ვისაუბრებ იმაზე, რომ პენსიებმა მოიმატა, ადამიანებს ხელფასები მოემატათ, ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა დუღს, იტყვის - აუ, რა კაი კაცია, იყოს თავისუფალი. მაგრამ როგორც კი ვსაუბრობთ გაჭირვებაზე, სიდუხჭირეზე, რუსულ რეჟიმზე და იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არალეგიტიმურ ხელისუფლებას მიჰყავს რუსეთისკენ, მაშინ აუცილებლად უნდა დაგაპატიმრონ. ასეთი გარემო შეიქმნა. პირდაპირ გეტყვით, რომ მე მაგალითად, არ მომწონს ყოველდღიურად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა. რაღაცნაირად მივეჩვიეთ და ველოდებით, ვის როდის დააკავებენ. ჩემი აზრია, რომ ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს აქეთ კი არ დავიცვათ თავი, ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ ხელისუფლება, მათ შორის, ყველა იმ ხერხით, რომელიც დასაშვებია კონსტიტუციით. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ქართველ ხალხს ეკუთვნის ეს ქვეყანა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იქით არის შესატევი, იქით უნდა ვიყოთ თავდასხმის რეჟიმში და იქით უნდა იყვნენ თავდაცვის რეჟიმში. გულწრფელად ასე ვფიქრობ და ეჭვი მაქვს, რომ ამის მობილიზებას შევძლებთ საბოლოოდ. ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ დღესაც მინდა ეს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)