|
2016-03-19 11:32:06, 1317 ნახვა
მსოფლიო
როსტოვში ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად უამინდობა და პილოტის შეცდომა სახელდება
როსტოვის დონზე თვითმფრინავის ბოინგ 737-800 ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსია არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება, ერთი ერთი ვერსიით, ბოინგი უამინდობისა და პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდა. ტერაქტის ვერსია ჯერჯერობით არ განიხილება. კიდევ ერთი არსებული ვერსიით, თვითმფრინავი ტექნიკურად გაუმართავი იყო. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, პილოტები თვითმფრინავის დასვას 01:35 საათზე აპირებდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა. "ამის შემდეგ თვითმფრინავი 2 საათის განმავლობაში ქალაქს წრეს ურტყავდა, რის შემდეგაც 03:30 საათზე თვითმფრინავის დაშვებას გეგმავდნენ, მაგრამ ამას კატასტროფა მოჰყვა", - ნათქვამია საგანგებო სამსახურის სააგენტოს განცხადებაში. მოგვიანებით შსს-ს განცხადებით გახდა ცნობილი, რომ ბოინგს ერთ-ერთი ფრთა დაშვების დროს დაუზიანდა. უამინდობის გამო, პილოტმა დროის გაყვანის მიზნით ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, ხოლო დაშვების დროს ასაფრენ ბილიკზე ფრთა დაუზიანდა, რამაც შემდგომ კატასტროფა გამოიწვია. თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და ის ჩამოვარდა. თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია FlyDubai-ის ეკუთვნის, მოსკოვის დროით 03:43 საათზე ჩამოვარდა. ბოინგი როსტოვის აეროპორტიდან კერძოდ კი ასაფრენი ბილიკიდან სულ რაღაც 253 მეტრში ჩამოვარდა. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავში 62 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კატასტროფას ემსხვერპლნენ. აქედან 55 მგზავრია და 7 ეკიპაჟის წევრი. როგორც სააგენტო იტყობინება, მგზავრებს შორის 4 ბავშვიც იყო და 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე. კატასტროფის ადგილას, 700 საგანგებო სამსახურის თანამშრომელია მობილიზებული. როსტოვის აეროპორტი დახურულია, რეისები, რომლებიც მათ უნდა მიეღოთ კრასნოდარის აეროპორტში გადაამისამართეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)