2016-03-19 11:04:14, 693 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვში კომპანია flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში, როსტოვში სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია.
თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა.
ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა განიხილება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან