|
2025-06-23 17:30:10, 679 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - ანტიკორუფციული ბიურო ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო „სამართლიანი არჩევნებისგანაც” ითხოვს, - აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ავრცელებს. როგორც ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს და „სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად. „დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნებს“ ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები. მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ბიურო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ,,გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა სათანადოდ არ განმარტავს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი მონაცემები ათასობით ბენეფიციართან დაკავშირებით, ისევე, როგორც საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს და მისი გაუმჟღავნებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. „სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად”, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)