|
2025-06-23 13:58:13, 673 ნახვა
პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით: უნდა გავზარდოთ სანქციები
ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით, უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს პროცესი საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. „უნდა დავიწყოთ პროცესი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ასევე ესტონეთის შეთავაზება. ჩვენ შევთავაზეთ ეს საკითხი, რადგან საქართველოში ამჟამად არსებული რეჟიმი არ მიჰყვება ქართველი ხალხის ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მისცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გამო, მაგრამ ახლა რეჟიმმა სრულიად შეიცვალა გზა და რუსეთისკენ წავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“, - აღნიშნა ცაჰკნამ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)