|
2025-06-23 13:10:46, 789 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ზურა ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა
დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა (გირჩი) ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ეს დავალება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნად შეიძლება შეფასდეს. „დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა. ამ ეტაპზე ეს დავალება, როგორც ცხადად ჩანს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნაა. ამისთვის კი, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას. სოლიდარობა ზურას, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. სასამართლო დღესვე გამოაცხადებს განაჩენს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზეც.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)