|
2025-06-23 12:48:38, 776 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის
დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება“. „ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ. პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი, ეს ეხება ყველას, ვინც შვილს ევროპაში სასწავლებლად უშვებს, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს. დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ ქმედებებით საქართველოს სჯის. ეს არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომ დაგვაკარგვინონ უვიზო მიმოსვლა, რომ მოგვწყვიტონ ევროკავშირსა და განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს და ბიძინას ბნელ ინსტინქტებს დაემორჩილოს. ეს არის გზა ირანიზაციისკენ, იზოლაციისა და დაჭაობებისკენ. დღეს პატრიოტებს სდებენ ბრალს იმაში, რაც თავად ჩაიდინეს და ამისთვის მთელ ერს სჯიან. რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება. ისინი თავისუფლებისთვის სჯიან საქართველოს, ერს, საზოგადოებას, ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ამ დანაშაულის ფასი უნდა გადაიხადოს რეჟიმმა და არა საქართველომ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)