06:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 11:11:22, 1178 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, (დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოს) ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების და გასაღების მცდელობის ბრალდებით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 2007 წელს დაბადებული გ.დ., უკრაინის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული მ.პ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1995 წელს დაბადებული ა.ს. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1996 წელს დაბადებული მ.ხ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, „ჰეროინი“ „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics