|
2025-06-20 21:53:40, 1517 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ვულოცავ სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს. ბიძინა ივანიშვილის მილოცვა „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)