|
2025-06-20 12:55:59, 879 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. „აშშ-სთან მოლაპარაკებების ადგილი არ იქნება მანამ, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ისრაელის დანაშაულის პარტნიორობაში დაადანაშაულა. ცნობისთვის, დღეს ჟენევაში ირანის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აბას არაღჩის, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს შეხვედრაა დაგეგმილი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ გუშინ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)