|
2025-06-19 21:23:29, 1421 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების
პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას, რუსეთის ნდობა არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების. “ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მოსკოვის თვალთმაქცობის მინიმუმ ორ მაგალითს გვაჩვენებს. პირველი, პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს, ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას. მეორე, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დარტყმებს გმობს, მაშინ, როდესაც დაუნდობლად თავს ესხმის უკრაინას. პუტინი, ვითომ, თავის დახმარებას სთავაზობს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად, მაშინ, როდესაც უარს ამბობს საკუთარის დასრულებაზე. ერთადერთი რაციონალური დასკვნაა ის, რომ რუსეთის ნდობა არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება, და ის ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების,” - წერს სიბიგა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)