|
2025-06-18 11:55:24, 653 ნახვა
პოლიტიკა
თენგო თევზაძე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ „არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან“. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. „გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. პარტია „ახალის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია - ისინი ამისთვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე, რა პირობაც აქვს პროტესტს - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არც ნიკა გვარამია და არც „ახალის“, ასევე, არც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობით წულუკიანის ფარსს, რომელმაც საბოლოოდ, ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოიყენა იმისთვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა თენგო თევზაძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით ნიკა გვარამიას მეორედ მიმართა. ნიკა გვარამიას პირველად დაბარებისას, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)