17:14 - 12 Jun, 2026
|
2025-06-18 10:11:09, 478 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების გამო, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაიხურება, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. „არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს მითითება მისცა, რომ შემდგომ შეტყობინებამდე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და მათ მახლობლად მდებარე თავშესაფრის ადგილებში დარჩნენ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საელჩოს განმარტებით, იერუსალიმში მდებარე საელჩოსთან ერთად, პარასკევამდე დაიხურება თელ-ავივის საკონსულო სამსახურებიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)