|
2025-06-17 17:47:09, 766 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს ეწვია რუსული ენერგოკომპანიის დელეგაცია, რომლის დირექტორი სანქცირებულია
რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Россети-ს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. კომპანიის დირექტორი, ანდრეი რიუმინი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება, რის გამოც ის ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და უკრაინის მიერ არის სანქცირებული. რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქართული ენერგეტიკული კომპანიებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. Россети-ს მიერ რუსულ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, SakRusenergo-ს წარმომადგენლებს. აღნიშნული კომპანიის 50%-ს Россети, ხოლო მეორე ნახევარს საქართველოს ხელისუფლება ფლობს. რუსული კომპანიის მიხედვით, შეხვედრაზე არსებული და სამომავლო ინვესტიციების გეგმები განიხილეს. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის დროს ერთ-ერთი განხილვის თემა ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების ჩატარების პერსპექტივები იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)