|
2025-06-16 18:36:29, 1936 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იარაღის შესყიდვის საკითხს განიხილავს. „დღეს ამერიკასთან ახალი დახმარების შესახებ არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს განვიხილავ, არის თავდაცვის პაკეტი, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით უკრაინამ და ევროპელებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ. „ამით ყველანი დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კონტინენტი მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. კანადაში მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)