|
2025-06-15 12:37:34, 1016 ნახვა
მსოფლიო
არაღჩი - თუ ისრაელის აგრესია შეჩერდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი გასული დღეების განმავლობაში ირანი მხოლოდ თავს იცავდა და ირანის საპასუხო იერიშები "ისრაელის აგრესიის შეჩერების" შემთხვევაში შეწყდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი 13 ივნისს ირანზე თავდასხმას აშშ-ს თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა. "ისრაელის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა აშშ-ს მწვანე შუქისა და მხარდაჭერის გარეშე. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაგმოს ისრაელის იერიშები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუ სურთ რომ თავიანთი კეთილი ნება დაადასტურონ" - განაცხადა. 15 ივნისს, ისრაელში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)