16:50 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 15:01:47, 4227 ნახვა

კულტურა
კონსერვატორიის მცირე დარბაზში საოპერო მუსიკის კონცერტი „სოლიდარობა პარიზს!" გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, ვანო  სარაჯიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური საოპერო მუსიკის  კონცერტი სახელწოდებით „სოლიდარობა  პარიზს!".

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება ეძღვნება  2015  წლის  13 ნოემბერს  საფრანგეთის  დედაქალაქ  პარიზში,  ისლამისტი ექსტრემისტების  მიერ  მოწყობილი ტერაქტების  შედეგად  დაღუპულთა ნათელ  ხსოვნას.

კლასიკური  საოპერო  მუსიკის  კონცერტში  მონაწილეობას იღებენ   გამორჩეულად  ნიჭიერი, ღვაწლმოსილი    და  პოპულარული ქართველი საოპერო  მომღერალი, ახალგაზრდა  ტენორი  ირაკლი  კახიძე, ცნობილი ფრანგი  საოპერო  მომღერალი,  ახალგაზრდა  სოპრანო  კრისტელ  დი  მარკო და პიანისტ კონცერტმაისტერი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ღვაწლმოსილი მუსიკოსი და პედაგოგი, ქალბატონი მარინა ადამიშვილი.

კონცერტის იდეის ავტორია საოპერო მომღერალი დიანა გოგოჭური. ღონისძიების  ინიციატორები არიან ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე და კულტურისა და ხელოვნების  აკადემიური ცენტრი, ხელმძღვანელი ირაკლი  წერეთელი. საკონცერტო ღონისძიება ტარდება  თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის, თბილისის  კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics