|
2025-06-14 09:56:55, 707 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია გვარამიას დაკავებაზე - კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად
პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური პატიმრების გაზრდით, რეპრესიებითა და პროპაგანდით ძალაუფლებას შეინარჩუნებს. „ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება - თითქოს მიმალვის რაიმე რისკი არსებობდა. თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად. ყველამ ვიცით, რატომ ზრდის პოლიტიკურ პატიმართა რიცხვს ივანიშვილის რეჟიმი - მას იმედი აქვს, რომ რეპრესიებით და პროპაგანდით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისთვის იყენებს. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - აცხადებს გიგა ბოკერია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)