|
2025-06-12 11:30:36, 1111 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ პროკურატურას 4 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი. ამასთან, დღევანდელ პროცესზე გადაისინჯება დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი განმარტებით, დაკავებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობს, თუმცა, ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ. ბრალდებულების ოჯახის წევრებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის და დაკავებულებს პატიმრობას სხვა რაიმე ღონისძიებით შეუცვლის. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)