|
2025-06-11 22:03:44, 1412 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის პრემიერი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მუშაობს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ OC-MEDIA წერს. ტუსკმა ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტში იმიგრაციის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა — რომლის შემდეგაც მისმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ნდობის ვოტუმი მოიპოვა.
"საუბარი არ ეხება მხოლოდ საქართველოს — ბოდიშს ვუხდი იმ ქართველებს, ვისაც შეიძლება ეს შეურაცხმყოფლად მოეჩვენოს — მაგრამ ზოგადად, ვემხრობი იმ ქვეყნების უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას, სადაც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ იცავენ იმ სტანდარტებს, რომლებიც გამორიცხავს ავტორიტარულ მმართველობას, აღარც პატივს სცემენ დემოკრატიულ სტანდარტებს და საიდანაც იმიგრაცია ჩვენს ქვეყანაში ან მთლიანად ევროპაში საზოგადოებრივ წესრიგს პირდაპირ ემუქრება", — თქვა ტუსკმა. ამას გარდა, Reuters-ის ცნობით, ტუსკმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ზოგიერთი ქვეყნიდან, რომელთა მოქალაქეებიც დაკავშირებული არიან პოლონეთში კრიმინალურ ინციდენტებთან, მაგალითად, საქართველოდან. ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უმეტეს წევრ ქვეყნებში ვიზის მოთხოვნა 2017 წელს გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება ხშირად თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად წარმოაჩენს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო — ანუ 27-დან 15 ქვეყნის, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის სულ მცირე 65%-ს წარმოადგენენ. იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული ხდება, ბრიუსელში არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)