|
2025-06-11 12:14:37, 998 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - გარე უფროსები თუ ვერ დარწმუნდებიან, რომ ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, „ნაცმოძრაობასაც“ დაავალებენ მონაწილეობას
პრინციპების ღალატია, როცა „ლელო“ თვეების განმავლობაში ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა ახლა უცებ უთხრეს, მონაწილეობას მივიღებთო, ვინ აძალებდა, რატომ ამბობდნენ?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ლელოში“ ინსტრუქცია მიიღეს და შელამაზებული ფორმებით ცდილობენ, რომ გადაწყვეტილება ამომრჩევლამდე მიიტანონ. „ნაცმოძრაობიდან“ ორი რადიკალური პარტია არის დარჩენილი, რომელიც დღემდე ამბობს, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს ორი რადიკალური პარტია გრძნობს, რომ გარე უფროსები უფრო მეტ ფსონს „ლელოსა“ და გახარიაზე დებენ, რადგან „ნაცმოძრაობის“ ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება შეუძლებელია. ამომრჩეველი რჩება, ვინც ვერ ხვდება, რომ „ლელო“ და გახარია დავალებებს იგივე გარე უფროსებისგან იღებენ, მაგრამ ჯერ ისევ გაურკვეველი ვითარებაა, რადგან დრო დარჩენილია. თუ გარე უფროსები ვერ დარწმუნდებიან იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ არმონაწილეობით ეს ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, მათაც დაავალებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რათა „მიშისტების“, სექტანტების ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)