|
2025-06-10 21:48:47, 1251 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად
2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. „მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)