|
2025-06-09 13:20:15, 1058 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ის რაც მოუწყეს ბოკუჩავას ოჯახს, ეს რუსეთი აღარაა - ეს არის, კადიროვის ჩეჩნეთი
მხოლოდ გაერთიანებით, სიძლიერით, მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, არ მეშინია და არ გავჩუმდები. ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაუმარჯოს თავდაუხრელ, გაუჩუმებელ, არშეშინებულ, არდაშინებულ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, „ყველა, ვინც წავა არჩევნებზე, პირდაპირ თამაშობს რუსეთის თამაშს“. „მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას, არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? მერამდენედ შეიძლება, ერთი და იგივე წყალში შესვლის მცდელობა? ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს, ამ რეჟიმთან მხოლოდ საჭიროა ლაპარაკი ჩვენი ორგანიზებულობით, ერთიანობით, სიმტკიცით და ისე, როგორც დღეს თიკამ გააკეთა ეს. ყველა, ვინც ამ პირობებში წავა არჩევნებზე, უბრალოდ პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს. მათი დღეები არის დათვლილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ გახანგრძლივება სხვადასხვა არჩევნებით და კოლაბორაციით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)