|
2025-06-09 12:02:57, 4708 ნახვა
სპორტი
რას წერს ფრანგული პრესა კანში ხვიჩა კვარაცხელიას ზურიკო დავითაშვილის სახლის გაქურდვაზე?
საფრანგეთის ქალაქ კანში, ქართული ფეხბურთის ორი ვარსკვლავის, პსჟ-ს თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ფრანგული პრესა წერს. მათი ცნობით, კვარაცხელია და დავითაშვილი კანში ოჯახებთან ერთად ყოფნის დროს ქურდობის მსხვერპლნი გახდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად ლაჟვარდოვან სანაპიროზე ისვენებდნენ. ქურდები მათ სახლში შეიჭრნენ და რამდენიმე ძვირფასი ნივთი მოიპარეს, მათ შორის სამკაულები, საათები და ძვირფასი ჩანთები. მომხდარის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლებას ოფიციალური დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელები ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ ინციდენტის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)