|
2025-06-09 11:21:18, 655 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - დღეს საქართველოს არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. „როცა „ქართული ოცნება” დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ, ძარცვონ და საქართველო გაყიდონ. „ქოცის“ გზავნილი „დამოუკიდებლობა ყველასგან” სინამდვილეში ნიშნავს კრემლის ნარატივების მექანიკურ გამეორებას, ევროკავშირთან და ამერიკასთან მიზანმიმართულ დაპირისპირებას, რაც რუსული გეგმაა, რომელიც საქართველოს მარტოს დაუცველად ტოვებს. „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ“, „ქოცისთვის” სინამდვილეში ნიშნავს ქართველი ხალხის 83%-ის ნებისა და ევროპული არჩევანის დაბლოკვას. „ჩვენში” გულისხმობენ არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილს და მის ძალადობრივ დაჯგუფებას. ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. „ქართული ოცნება” ცდილობს, დამოუკიდებლობის იდეა გადააქციოს რუსულ „სუვერენულ დემოკრატიად”, ცრუ პატრიოტიზმად, სადაც ხალხი დამონებულია, თავისუფლება — წართმეული, ქვეყანა — დაუცველი და გაძარცული. მოკლედ, ცრუ პროპაგანდას არ დავუჯეროთ. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად!" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)