|
2025-06-07 11:46:48, 771 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს შედეგზე, რომელსაც რეჟიმი წერს
როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს შედეგზე, რომელსაც რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის , - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ“. "არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი. ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს, იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას. როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის. ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება, ამაში მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას, არა წინააღმდეგობას. დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში ხალხში, მერე პოლიტიკაშიც. ვიმეორებ, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის. დრო არ იცდის. რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)