|
2016-03-17 18:34:26, 727 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემოს ფრანგი მილიარდერი ეცნობა
საქართველოში 2015 წლის „მსოფლიოს წლის მეწარმე", სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია „ალტრად ჯგუფის" დამფუძნებელი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბ "მონპელიეს" პრეზიდენტი მოჰედ ალტრადი იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგ მილიარდერს, რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა" და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფრანგულ ინვესტიციებს მიესალმება. მოჰედ ალტრადი დაინტერესებულია საქართველოთი, ქვეყნის კულტურითა და ისტორიით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოჰედ ალტრადი ქართველი სტუდენტებისთვის მეწარმეობის სულისკვეთების თემაზე ლექციას წაიკითხავს. „ალტრად ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, გასულ წელს 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ალტრად ჯგუფის" წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)